Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის სასემინარო ჯგუფებში რეგისტრაციებთან დაკავშირებით

26 სექტემბრის 17:00 საათიდან სტუდენტები შეძლებენ სასემინარო ჯგუფებზე რეგისტრაციას.

 

ამასთანავე შესაძლებელი იქნება რეგისტრაცია უცხო ენების ჯგუფებში, ასევე შესაძლებელი იქნება საგნებზე სალექციო ჯგუფების შეცვლა ან სხვა ცვლილებების განხორციელება.

 

მიაქციეთ ყურადღება, რომ 24 სექტემბერს 16:00 საათიდან აკადემიური რეგისტრაციის პორტალი დაიხურება სასემინარო ცხრილების რედაქტირების მიზნით.

 

აკადემიური რეგისტრაციისათვის ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. სემინარების გახსნისას შესაძლოა, დაემატოს ადგილები ზოგიერთ სავალდებულო საგანს სასემინარო ჯგუფების გათანაბრების მიზნით, რაც საშუალებას მოგცემთ, გაიაროთ რეგისტრაცია დამატებულ ადგილებზე.

 

გაითვალისწინეთ, რომ სასწავლო განრიგი შედგენილია სარეკომენდაციო სემესტრული ცხრილის მიხედვით. სემესტრული სავალდებულო საგნების ლექციები ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

არასტანდარტული ცხრილით, მობილობით გადმოსული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის ლექციათა დამთხვევების რისკი მაღალია. მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია 100-ზე მეტი სავალდებულო თუ არჩევითი დისციპლინა. დამთხვევების გამორიცხვა ობიექტურად შეუძლებელია. არჩევითი საგნის სავალდებულო საგანთან დამთხვევის შემთხვევაში შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ სხვა არჩევით საგანზე.

 

იურიდიული ფაკულტეტი მოგიწოდებთ, ისე დაგეგმოთ თქვენი ლექცია-სემინარების განრიგი, რომ თავიდან აიცილოთ მათი დამთხვევები. დამთხვევების შემთხვევაში გირჩევთ, სასემინარო-სალექციო ჯგუფების შეცვლას.

 

იმ შემთხვევაში, როცა სემინარი ან ლექცია ემთხვევა სხვა სემინარის დროს, გირჩევთ, რომ სემინარის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით დაესწროთ ამავე სემინარის ხელმძღვანელის სხვა სასემინარო ჯგუფს რეგისტრაციის შეცვლის გარეშე.

 

სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმაროთ uni.tsu.ge-დან, გრაფა - ,,აკადემიურ რეგისტრაციასთან​ დაკავშირებული პრობლემები“, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზა.

 

განცხადება განიხილება 10 სამუშაო დღის ვადაში. შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი მოთხოვნა.

 

სემინარებისა და უცხო ენის დამთხვევის შემთხვევაში, შესაძლებელია, უცხო  ენის პედაგოგის ან ჯგუფის შეცვლა. უცხო ენებზე რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით პრობლემების არსებობისას უნდა მიმართოთ ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის, ქალაბატონ რუსუდან დოლიძეს შემდეგ ელ-ფოსტაზე: rusudan.dolidze@tsu.ge

 

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებულ სემესტრს!

თარიღი: 24/09/2025